პოლიტიკური კრიზისი

კალიურანდი: თუ კრიზისი არ განიმუხტა, შესაძლოა, გადაიხედოს EU-ს ფინანსური ინსტრუმენტები

ვიდრე საქართველო დემოკრატიული რეფორმების და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი თუ არ მოიძებნება, ევროკავშირის მხრიდან გადაფასება მოხდება. 

[...] ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, წერტილი. ამ საკითხით არავინ უნდა ისპეკულიროს. ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს ოკუპაციას, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი კავშირები შესაძლოა, აღარ იყოს ასეთი მჭიდრო, შემცირდეს მაღალი დონის ვიზიტები, შესაძლოა, გადაიხედოს ფინანსური ინსტრუმენტები. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და მე არ მსურს, სათანადოდ არ შევაფასო ეს. თუ გაიხსენებთ განცხადებას, რომელიც 10 დღის წინ გაკეთდა ევროპარლამენტის შვიდი წევრის მიერ, რომელთა შორის ერთ-ერთი მე ვიყავი, ის მოიცავდა ევროპარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ხშირად არ ხდება, რომ კონსერვატორები და ლიბერალები ერთსა და იმავეს ამბობდნენ. ეს კი სწორედ ეს შემთხვევა იყო, რადგან ჩვენ გვსურს, ძალიან მკაფიოდ, ღიად და გულახდილად განვუცხადოთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ მათ არ აქვთ დრო, მათ უნდა იმოქმედონ. თუ ისინი არ იმოქმედებენ ახლა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე 

ევროპარლამენტარი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მარინა კალიურანდი ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ტაბულა მათ თარგმანს ეყრდნობა.

კომენტარები