საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ...
tbl.ge/5iej
დაკოპირდა
IPN-ის ცნობით, განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ბოლქვაძე: როიალის დადგმა ფუფუნება არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტშია, იმართება კონცერტები
- კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის წოდების ჩამორთმევას ითხოვენ
- "კულტურის პროექტების დაფინანსებაზე ვისაუბრეთ" – ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს შეხვდა
- ბოლქვაძე: მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენისთვის ერთი დიდი კანონი უნდა შემუშავდეს
- ბოლქვაძე: ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან