იესო ქრისტეს ქანდაკება

ბრაზილიაში ქრისტეს ახალი ქანდაკება შენდება, რომელიც რიოზე მაღალი იქნება

ფოტო: france24.com

ბრაზილიაში იესო ქრისტეს ახალი ქანდაკება შენდება, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში არსებულ ქანდაკებაზე თითქმის 5 მეტრით მაღალი და განიერი იქნება. 

ქანდაკების მშენებლობის პროცესი 2019 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, ის 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აქამდე მხოლოდ ქანდაკების სტრუქტურა იყო აგებული, ერთი კვირის წინ კი მას ხელები და თავი დაუმონტაჟეს. 

43-მეტრიანი ნაგებობა ფოლადისა და ბეტონისგანაა დამზადებული და მასზე ცნობილი არქიტექტორი, გენესიო გომეს მოურა მუშაობდა. 

ქრისტეს ახალი ქანდაკების მშენებლობა, სავარაუდოდ, 350 000 დოლარი დაჯდება.

ექსპერტების ვარაუდით, ახალი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ბრაზილიაში ტურიზმის განვითარებას, რადგან რიო-დე-ჟანეიროში არსებული ქანდაკება ტურისტების საყვარელი სანახაობაა და მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. 

ქანდაკების შიგნით ლიფტის ჩამონტაჟებაც იგეგმება, რომელიც ტურისტებს ნაგებობის ზედა ნაწილიდან გადმოხედვის საშუალებას მისცემს. 
 

კომენტარები