რუსეთი

რუსული სამთავრობო ტელეარხი – НТВ - $179 მილიონ დოლარად შეფასდა

2021 წლის მარტის მდგომარეობით, "გაზპრომ მედია ჰოლდინგის" საკუთრებაში არსებული ტელეარხი – НТВ – 13.6 მილიარდ რუბლად, ანუ $179 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული.

შეფასება "გაზპრომ მედია ჰოლდინგის" მიერ ტელეარხის თავისივე შვილობილისგან გამოსყიდვას მოჰყვა, რის შედეგადაც, ჰოლდინგი НТВ-ს 86.52%-იანი წილის მფლობელი გახდა. საინტერესოა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტელეარხის ღირებულება საჯაროდ გახდა ცნობილი. 

"გაზპრომ მედია ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ არხის გამოსყიდვა "საკონტროლო პაკეტის კონსოლიდირებას" ემსახურება. არხის წარმომადგენლები, ამ ეტაპზე, განცხადებას არ აკეთებენ. 

ცნობილია, რომ 2011 წლის მონაცემებით, სამთავრობო ტელეარხის წმინდა მოგება 3.7 მილიარდ რუბლს შეადგენდა, უფრო ახალი ინფორმაცია არ არსებობს.  

კომენტარები