ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი

კარასინი: მოხარული ვართ ღარიბაშვილის პოზნერთან დაკავშირებული განცხადებით

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსულ გამოცემა Коммерсантъ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობებს, პოზნერის ვიზიტსა და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამ მოვლენასთან დაკავშირებულ განცხადებას შეეხო.

"[საქართველოსთან] ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი გვიანია. საქართველოში რადიკალური მყვირალა ხალხი ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებენ, თუნდაც ვლადიმირ პოზნერის არცთუ ისე გვიანდელი შემთხვევა რომ გავიხსენოთ. აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტი იყო. მოხარული ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბალანსირებული და დამგმობი განცხადების მოსმენით". – თქვა კარასინმა. 

ასევე, მისი თქმით, ის რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატში აგრძელებს.

 

კომენტარები