სტიქია არაგვის ხეობაში

დუშეთის მუნიციპალიტეტში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყდა – ძლიერი ნალექის გამო არაგვი ადიდდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერი ნალექის გამო მდინარე არაგვი ადიდდა, რამაც საავტომობილო გზა დააზიანა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.

"როგორც კი მოგვცემს ამინდი საშუალებას და დაიწევს წყლის დონე, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები". - ამბობს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე.

კომენტარები