კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: აღდგომის დროს სოფელში მიდიან, კარგია, შემდგომ არდადეგებზე სოფლებში დარჩებიან

მოგეხსენებათ, ამ აღდგომების დროს ქალაქი იტვირთება, გადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე. ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდგომ ეს არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში. შესაბამისად, განიტვირთება, მობილობა მეტად დაეცემა. 

გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია - ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა. ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს - თავისი საკარმიდამო მიწები. ვფიქრობთ, რომ ამან უნდა გარკვეულად განტვირთოს. თუ ამ დღესასწაულებს და გამოსაშვებ დღეებს გამოვიყენებთ სხვა მიზნით - თავშეყრისთვის, ისევ და ისევ ქეიფებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს პირუკუ ეფექტს

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება.

კომენტარები