გიორგი ნონიაშვილი

ნონიაშვილი: კონკურენტი პარტიების დასუსტებაზე სიხარულით ავტორიტარიზმს ვერ მოუგებთ

არ მესმის ხალხის, რომელიც თან პოლარიზაციაზე მოთქვამს და თან ევროპული საქართველოს ზოგიერთი ლიდერის წასვლაზე და ამ ეტაპზე ამ პარტიის დასუსტებაზე ხორხოცებს.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პოლარიზაციის გარეთ ცდილობს შინაარსის შექმნას, ქმნის სარგებელს ამ ქვეყნის პოლიტიკური პლურალიზმისთვის. - ევროპელები, რესპუბლიკელები, "დროა", გირჩი და სხვა.

ოპოზიციურმა აქტორებმა, მათ შორის UNM-მა უნდა დაინახონ, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ოღონდ, არა იმიტომ რომ ერთი სხეულად გადაიქცნენ, არამედ პირიქით, აჩვენონ მრავალფეროვნება, რომელიც ბევრ ადამიანს მიწვდება. კონკურენტი პარტიების დასუსტების მცდელობით ან დასუსტებაზე სიხარულით და ზოგადად პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე ავტორიტარიზმს ვერ მოუგებ.

წერს ილიას უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე. 

კომენტარები