ხანძარი

ახმეტაში სახლი დაიწვა, სადაც მიცვალებული ესვენა

Reuters

ახმეტაში, გაჩენილი ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც მიცვალებული ესვენა. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა. დაიწვა მაცივარიც, რომელშიც მიცვალებული ესვენა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები