ავიახაზები

ივლისიდან საქართველოს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS-ი შემოვა

21 ივლისიდან საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია –  Eurowings შემოვა

ლუფტანზას შვილობილი ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით იფრენს და ერთი გზის ფასი 89.99 ევროდან დაიწყება. 

Eurowings-ი ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ლოკაციიდან ალჟირის, ლიბანის, ერაყისა და სხვა მიმართულებებით დაფრინავს. თბილისის გარდა, კომპანიის ლოკაციებს კრასნოდარი და ეკატერინბურგიც დაემატება. ვებსაიტის მიხედვით, ახალი მიმართულებების დამატება მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული. 

დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებებით პირველი ფრენა 2021 წლის 21 ივლისსაა დაგეგმილი. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, A320 ტიპის Airbus-ით განხორციელდება. ფრენების დრო შემდეგია:

  • ოთხშაბათს: DUS - TBS 11:45 - 18:00 ; TBS - DUS 18:50 - 21:30
  • კვირას: DUS - TBS 07:15 - 13:30 ; TBS - DUS 14:20 - 17:00

წინასწარ დაჯავშნის მსურველებისთვის, ივლისის დასაწყისში, ცალმხრივი ბილეთის ფასი 89.99 ევროს ნაცვლად 69.99 ევრო იქნება.

 

კომენტარები