ავიახაზები

ფინეთის ავიახაზები თვითმფრინავში ჩასხდომამდე მგზავრებს აწონვას სთხოვს

Getty Images

ორი დღეა, ფინეთის ეროვნული ავიახაზები (Finnair) მგზავრებს რეგისტრაციის გავლის დროს აწონვას სთხოვს. ავიაკომპანია ამ გზით მგზავრებს იკვლევს და ანგარიშობს, რა სიმძიმით დაფრინავს რეისი. ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორის პაივიტ ტალქვისტის თქმით, რაც უფრო ზუსტი იქნება მონაცემი თვითმფრინავის სიმძიმის შესახებ, მით უფრო მომზადებული იქნება ეკიპაჟი და მით უფრო უსაფრთხო იქნება ფრენა.

„ზოგადად, ავიახაზებმა იციან, რამდენს იწონის თვითმფრინავი და ამ თვითმფრინავში მოთავსებული ბარგი, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია მგზავრების წონის შესახებ.“ - ამბობს ტალქვისტი.

აწონვა ნებაყოფლობითია და მგზავრს უფლება აქვს, მასზე უარი განაცხადოს. ამ დრომდე, ავიაკომპანიის თხოვნას მხოლოდ 180 ადამიანი დათანხმდა.

ევროპის სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტის მიხედვით, მამრობითი სქესის მგზავრის საშუალო წონა 84,6კგ, მდედრობითი სქესის - 66,5კგ, ხოლო 12 წლამდე ბავშვის - 30,7კგ-ია. აღსაღნიშნავია, რომ EASA-ს მონაცემებით, ის მამაკაცები, რომლებიც ბიზნეს კლასით მგზავრობენ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომ კლასით მგზავრობენ, მაშინ როცა, ქალების შემთხვევაში, პირიქითაა.

კომენტარები