NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლიმ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
"საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია კვლავ ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება... ამ კრიზისის დროს, ჩვენი ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, რომ შეენარჩუნებინა თავშეკავება, ოპოზიციას კი - კანონის უზენაესობისთვის ეცა პატივი. ჩვენ უმრავლესობასა და ოპოზიციას კონსტრუქციულობისა და კეთილსინდისიერებისკენ მოვუწდეთ, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკურ გზაზე დარჩენა და წინსვლის გაგრძელება შეეძლება.
ხაზი გაესვა NATO-ში ინტეგრაციისთვის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულების აუცილებლობას და პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული გზის მხარდასაჭერად" - წერია განცხადებაში.
განცხადება ასევე შეეხო უკრაინა-რუსეთს შორის ამჟამინდელ დაძაბულ სიტუაციასაც. კონოლის თქმით, რეგიონში რუსეთის ქმედებები სახიფათო და უპასუხისმგებლოა.





