პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ვფიქრობ, ვაშაძეს შეთანხმება სურს, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას

ქართული ოცნება მზად არის პრინციპულად, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა წარდგენილი შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მივესალმებით ამ სიახლეს და, რასაკვირველია, ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, თუ ოპოზიცია გადახედავს თავის ბოლო პასუხებს და დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში. 

[...] გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც, ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, გამარჯვება ქვეყნისთვის

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 9 აპრილს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ სტრატეგია აღმაშენებელს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არასდროს უჭირდა, თუმცა, მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც რიგგარეშე არჩევნების, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც.

კომენტარები