ჰიპ-ჰოპ არტისტები

რეპერი DMX 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

DMX
The New York Times

ამერიკელი რეპერი DMX საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN მუსიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს

"ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ დღეს ჩვენი საყვარელი DMX, დაბადების სახელით ერლ სიმონსი, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა უაიტ პლეინს ჰოსპიტალში, ოჯახის წევრების გარემოცვაში". – წერია ოჯახის განცხადებაში. 

არტისტი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გამოწვეული გულის შეტევით კლინიკაში 6 დღის წინ, 3 აპრილს გადაიყვანეს.

რეპერმა DMX-მა (Dark Man X) თავისი კარიერა ადრეულ 90-იან წლებში დაიწყო და თავისი სადებიუტო ალბომი "It's Dark and Hell Is Hot" (ბნელა და ჯოჯოხეთი ცხელია) 1998 წელს გამოუშვა. მისი თანამედროვე რეპერების, Notorious B.I.G.-ისა და 2 Pac-ის გარდაცვალების შემდეგ, DMX ჰარდქორ ჰიპ-ჰოპის ერთერთ ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 

კომენტარები