პოლიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: დღეს ვუმასპინძლებ ყველა პარტიის წევრს, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ცნობით, დღეს ორბელიანების სასახლეში ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ვისაც ხალხისგან საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული. 

"დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული.

9 აპრილის ერთობის სულისკვეთება გავაგრძელოთ... ღირსების მედალს ერთად გადავცემთ დავით ვანიშვილის ოჯახს, რათა ჩვენ ვიაროთ მისი გამბედაობის და შეუგუებლობის მაგალითზე!" – წერს პრეზიდენტი. 

კომენტარები