პოლიტიკური კრიზისი

"ღმერთი სიყვარული არს" – უცნობმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე დააწერა

უცნობი
ფორმულა

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ(უცნობმა) ბერლინის კედლის ფრაგმენტზე დააწერა: "ღმერთი სიყვარული არს".

"ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება, დაიწერება, დაიწერება".- ამბობს გია გაჩეჩილაძე

თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) ბერლინის კედლის ნაწილის დაზიანების გამო დააჯარიმებს. ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს. 

15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ "მარადისობის დღის" დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. "უცნობის" თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.


2017 წელს თბილისში, ევროპის მოედანზე, ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა.

"ბერლინის კედელი იყო სიმბოლო უსამართლობის, აგრესიის, ქალაქის გახლეჩის, დაპირისპირების, ცივი ომის. ხოლო ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბერლინის კედელი დაეცა, ის გადაიქცა თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს, საქართველოს გერმანელმა მეგობრებმა ბერლინის კედლის ფრაგმენტი გადასცეს მას საჩუქრად, ნიშნად იმისა, რომ ყველა ძალადობრივად და უსამართლოდ აღმართული კედელი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში რამდენიმე გვაქვს, დაინგრევა. ამიტომ, ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში ამ კედლის გადმოცემის ცერემონია ძალიან მნიშნვნელოვანია და ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას". -  თქვა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ჰაიკე ფაიჩმა.

კომენტარები