პოლიტიკური კრიზისი

უცნობი ოპოზიციაზე: გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა

ამათ [ოპოზიციას] ჰგონიათ და უნდათ, კი არ ჰგონიათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად, რუსთაველზე მოხდეს ამ კარვების აყრა. იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არა უშავს, რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე.

 მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ამის შესახებ ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციაზე ისაუბრა. 15 მარტს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ "მარადისობის დღის" დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. "უცნობის" თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.

2009 წელს უცნობის ინიციატივით რუსთაველის გამზირი "საკნების ქალაქად" გამოცხადდა. 3 თვის განმავლობაში, 21 აპრილიდან 22 ივლისამდე, რუსთაველის გამზირი საკნებით იყო გადაკეტილი.

კომენტარები