პანდემია საქართველოში

ქართულ ოცნებაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, COVID-19 ირაკლი ზარქუასაც დაუდასტურდა

ირაკლი ზარქუა

ქართულ ოცნებაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.  კორონავირუსი  კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა, ირაკლი ზარქუას - ეს ქართულ ოცნებაში მეხუთე შემთხვევაა.

დღეს პარლამენტში დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად შემთხვევების მატებისა, საკანონდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი ქართული ოცნების კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა: ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს 

ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მდინარაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"მეგობრებო, ეს წუთია, შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი კოვიდზე დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია.

მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ". – წერს მამუკა მდინარაძე.

ამასთან ერთად, 6 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

"პრემიერმინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს". – წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები