მკვლელობა წყნეთში

შსს: წყნეთში შვილმა მამას სცემა, კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთში მამის მკვლელობისთვის 1989 წელს დაბადებული დ.ფ. დააკავეს.  

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამას, 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, შმედეგ კი, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები დამალა. კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები