ოკუპირებული ტერიტორიები

"კარანტინი კლავს, სოლიდარობა გალის და ახალგორის მოსახლეობას" – აქცია ჯანდაცვასთან

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. 

"ის ტრაგედია, რომელიც დღეს დილით დატრიალდა, არის კიდევ ერთი სიმპტომი რუსული ოკუპაციის. თუმცა, ქართული ოცნების ხელისფლება აქ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა".- აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ნოდარ რუხაძე. 

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს  ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა.  გალიდან გადმოსული მეოთხე მოქალაქე, რომელსაც ამ დრომდე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

 

კომენტარები