ილია მეორის ქადაგება

ილია II: ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.

წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე.

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ!

IPN-ს ცნობით, ამბობს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას. 

კომენტარები