ოზურგეთი

ოზურგეთში ავარიის შედეგად დედა გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი დაშავდა

Tabula

ოზურგეთში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა, მისი შვილები კი დაშავდნენ. ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები