კლდის ჩამოშლა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ონის მუნიციპალიტეტის მერია

ქუთაისი-ალპანა მამისონის გზაზ, 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას ონის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, საგზაო მიმოსვლა ორმხრივად არის დაკეტილი და ადგილზე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მიმოსვლა შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით არის შესაძლებელი.

კომენტარები