კლდის ჩამოშლა

მერია: თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება

რუსთავი 2

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას სრულად 13:00 საათისთვის აღდგება. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ადგილზე მთამსვლელები მუშაობენ.

"ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ," - წერი მერიის განცხადებაში. 

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით კლდე ჩამოიშალა. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა. 

კომენტარები