ფინანსთა მინისტრის გადადგომა

ბობოხიძე: ფინანსთა მინისტრის გადადგომა მეტყველებს, თუ რა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პრემიერმინისტრის გადადგომაც ჯერ და ახლა ფინანსთა მინისტრის მიყოლა, მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, ოღონდ გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არის მინისტრების გადადგომა. გამოსავალს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური პოლიტიკური შეთანხმებები, რომ ამ ქვეყანამ დააღწიოს თავი იმ პრობლემებს, რომლებშიც ქართული ოცნების 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა ქვეყანაში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა. ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დღეს, 31 მარტს დატოვა. ამის შესახებ მაჭავარიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

კომენტარები