პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე დანიელსონის შეთავაზებით ვიხელმძღვანელებთ

twitter.com/A_Talakvadze

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე ჩვენ დანიელსონის შეთავაზებით ვიხელმძღვანელებთ". – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე წერს. 

"მადლიერები ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდნენტის შარლ მიშელისა და მისი პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის, მედიაციის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე ჩვენ დანიელსონის შეთავაზებით ვიხელმძღვანელებთ. ჩვენ ღიად ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ". – წერს თალაკვაძე. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

კომენტარები