პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა

ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ არც ერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა. მათ შორის არ ეთანხმებოდა ცეესკოს ცვლილებებს, რომელიც არის გამოქვეყნებული და საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, მათ შორის არ ეთანხმებოდა პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, მათ შორის არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების საკითხს. ანუ არცერთ ამ საკითხს არ ეთანხმებოდა...

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თითქმის 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარდა. საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 

კომენტარები