პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: თუ მელია გადაიხდიდა გირაოს, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას გამოვაცხადებდით

ბატონი დანიელსონის წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ქართული ოცნება უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას. 20 ივნისის პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიციის ჩადენილი დანაშაული, ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის, პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობით და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც განსაკუთრებული როლი შეასრულა ნიკანორ მელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერაფრით გახდება შეცდომის საპირწონე, მხედველობაში მივიღეთ ყველა გარემოება, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს, შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა. ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას ვეღარ შეუქმნიდა სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობას, თუმცა ამ შეთავაზებაზეც თქვა უარი ოპოზიციამ...

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიატორების მონაწილეობით ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა, პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

კომენტარები