პოლიტიკური კრიზისი

შეთანხმება ვერ შედგა - დოკუმენტს არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის თანახმად, დღეს 8-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

დანიელსონის თანახმად, იყო ელემენტები, რომლებზეც მიღწეული იყო თანხმობა. ეს შეეხებოდა საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმასა და ძალაუფლების გადანაწილებას, თუმცა "გადაწყვეტილება არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ბოლომდე არ მიიღო".

"ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე.

ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს, ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, რომ უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიიღო. იყო ელემენტები, რომლებზეც მიღწეული იყო თანხმობა. ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. საბოლოო ჯამში საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი მედიაციაა. საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, დიდი ამბიციებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში. იგი გადაწყვეტს შემდეგი ნაბიჯებს და როდის იქნება ისინი გადადგმული". – თქვა კრისტიან დანისელსონმა.

კომენტარები