პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით ხელისუფლებისგან

საბოლოო ჯამში საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები, ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია, რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე, ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. და რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ისევ არ შედგა, პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

კომენტარები