პოლიტიკური კრიზისი

ლოლაძე: რეფორმას არჩევნების გარეშე შევარდნაძის ანტიკორუფციული რეფორმების "წარმატება" ელის

შევარდნაძის დროს ანტიკორუფციული რეფორმები თუ გახსოვთ? ზუსტად ასეთი "წარმატება" ემუქრება დღეს ნებისმიერ რეფორმას პოლიტიკური ნების ანუ ხელისუფლების შეცვლის გარეშე. ვინც ზღაპრებს დაიჯერებს და არჩევნების ამოღებას დათანხმდება საბოლოო დოკუმენტიდან, ამ ქვეყნის წუმპეში დატოვებას მოაწერს ხელს მომდევნო "მესიის" მოსვლამდე. მერე ახალ წრეზე წავალთ...

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესიკ ლოლაძე Facebook-ზე წერს. ბესიკ ლოლაძე ევროკავშირის მედიაციით წარმართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

კომენტარები