პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ყველა საკითხზე, რომელიც შარლ მიშელმა მოხაზა, გვაქვს მოქნილი და პრინციპული პოზიცია

გიგა ბოკერია
პარლამენტი

"ჩვენი მოლოდინი კი არ არსებობს, არსებობს ჩვენი პოზიცია, ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ოპოზიცის წერილშია გადმოცემული". – ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ TV ფორმულას კითხვას, რას ელის 30 მარტის შეხვედრისგან, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით უნდა გაიმართოს. .

"ყველა პრინციპულ საკითხზე, რომელიც შარლ მიშელმა მოხაზა, გვაქვს მოქნილი, მაგრამ ამავე დროს, პრინციპული ჩარჩოების მქონე პოზიცია". – აღნიშნა ბოკერიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია მზად კიდევ ახალი დათმობისთვის, ევროპული საქართველოს ლიდერი პასუხობს, რომ "არის უამრავი ნიუანსი, რომელიც შეიძლება იყოს სიახლე და რომლის განხილვისთვისაც მზად ვიქნებით".

"ოღონდ ჩარჩოები მოცემულია. არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, როგორ შეიძლება ყველა პუნქტთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა, რისი განხილვისთვის მზად ვართ და რაც საჯაროდ არ არის განხილული ამ მომენტისთვის, ოღონდ არა პრინციპულ საკითხებზე". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ქართული ოცნების წევრებს და ოპოზიციურ პარტიებს. გაერთიანებული შეხვედრა ხვალ, 30 მარტს გაიმართება. 

კომენტარები