ქართული ოცნება

ღარიბაშვილი გახარიაზე: ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას და როგორ იტყვის, შემდეგ შევაფასებთ

გახარიასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში, ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერმინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი.

მე არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს, რას აპირებს... ამიტომ, ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას...

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.

კომენტარები