ნიკოლას მადურო

FACEBOOK-მა ნიკოლას მადუროს COVID-19-ზე დეზინფორმაციის გამო გვერდი გაუყინა

ნიკოლას მადურო
REUTERS

Facebook-მა ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს გვერდი დროებით დაბლოკა. ამის მიზეზი Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია იყო. ნიკოლას მადუროს თანახმად, ბეგქონდარას ნაყენს დაავადების განკურნება შეუძლია. მადურო Facebook-ზე 30 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს პოსტების გამოქვეყნებას.

სოციალური მედიის კომპანიის თანახმად, ვენესუელის ლიდერმა არაერთხელ დაარღვია კორონავირუსის დეზინფორმაციასთან დაკავშირებული წესები.

"პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გვერდიდან Covid-19-ზე დეზინფორმაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის დარღვევისთვის წავშალეთ ვიდეო, რომელიც შესაძლოა, ადამიანებს დაზიანების რისკს ქმნის. [..] ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმო-ს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამჯერად არ არსებობს მედიკამენტები ვირუსის განკურნებისთვის. ჩვენი წესების მრავალჯერადი დაზღვევის გამო, [მადუროს] გვერდი 30 დღის განმავლობაში იქნება გაყინული". – თქვა Facebook-ის წარმომაგენელმა BBC-სთან საუბრისას.

ერთი თვის განმავლობაში Facebook-ის მომხმარებლებს ნიკოლას მადუროს გვერდზე აქამდე განთავსებული პოსტების მხოლოდ წაკითხვა შეეძლებათ.

გასულ წელს Covid-19-ზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის Facebook-მა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს წაუშალა პოსტები. ბრაზილიის პრეზიდენტ ჟიარ ბოლსონაროს წაუშალეს ვიდეო, რომელშიც ბოლსონარო ამბობდა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინი ვირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი საშუალებაა. აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წაუშალეს პოსტი, რომშიც ტრამპი ამბობდა, რომ კორონავირუსი გრიპზე უფრო ნაკლები სიკვდილიანობით ხასიათდება. მას ასევე წაუშალეს ვიდეო, რომელშიც ტრამპმა თქვა, რომ ბავშვებს Covid-19-ზე იმუნიტეტი ჰქონდათ.

კომენტარები