გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზებული და რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას. ეს გულისხმობს, რომ მცირე მხარდამჭერის მქონე პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, ასევე მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ინიცირებით, რომლის ცვლილებებიც ემსახურება სწორედ პოლიტიკური ოპონენტების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების შენიშვნებს. აქედან გამომდინარე, ამას ემატება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ასევე პასუხობს ერთი ერთში ეუთო/ოდირის შენიშვნებს და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის კომპლექტი, რათა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე...
პოლიტიკური კრიზისი
მაჭარაშვილი: ველით, რომ ოპოზიცია ქართული ოცნების შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს მოაწერს
tbl.ge/5hcv
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა