პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე მოლაპარაკებებზე: რა თქმა უნდა, მთავარ საკითხებს არ უნდა ავცდეთ

ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ბოლომდე არიან დაინტერესებულები, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მმართველმა გუნდმა კრიზისიდან გამოიყვანოს ქვეყანა. ამიტომ ეს მცდელობა არის ამის მიმანიშნებელი. ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ ისინი გონს მოვიდნენ და კრიზისი იყოს განმუხტული. ამიტომ მზად ვიქნებით, რომ ამ მოლაპარაკებებში ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, რა თქმა უნდა, მთავარ საკითხებს არ უნდა ავცდეთ. ეს საკითხებია ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტიკური დევნის დასრულება...

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები