პოლიტიკური კრიზისი

ჰარცელი: მედიაციის პირველი რაუნდი იმედგაცრუება იყო, მხარეთა პოზიციებზე აქტიური ფიქრის დროა

როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა მიშელმა თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ მისი კიდევ ერთხელ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ეს მალე მოხდება. ჩვენ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. 

საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგაცრუება იყო, რადგან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა ყველა მხარის პოზიციებთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების მიღება. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა.

თქვა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კომენტარები