ელჩის გადადგომა

კუბილიუსი საბანაძეზე: ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო

ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში, ნატა საბანაძეს დიდი ალბათობით გადადგომა აიძულეს და ეს ფაქტი, კუბილიუსის მიხედვით, უკავშირდება პრემიერმინისტრის ვიზიტს ბრიუსელში.

"ვფიქრობ,  რომ იგი აიძულეს, გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერმინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერმინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, აეხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა. კპრობლემა არ ეხება საქართველოს ელჩს ევროკავშირში. პრობლემები თბილისში არსებობს მთავრობასთან დაკავშირებით და ოპოზიციასთან, რომლებსაც არ შეუძლიათ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა". - ამბობს კუბილიუსი  (ფორმულას თარგმანი)


ნატა საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტი 21 მარტს დატოვა. მან კომენტარი ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში გააკეთა და დასძინა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა".

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი  ღარიბაშვილის მიხედვით, ნატა საბანაძეს გადადგომა არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა, რასაც ზაფხულში გეგმავდა.

კომენტარები