მეწყერი ცაგერში

ცაგერში საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა – გარესამყაროს 10 ოჯახი არის მოწყვეტილი

მთავარი არხი

ცაგერში, ლაილაში - ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო მეწყერი ჩამოწვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული მოვლენები სიგრძეში დაახლოებით კილომეტრ-ნახევარზე ვითარდება. წვიმიანი ამინდის გამო მეწყერი ამ მომენტშიც მოძრავია, რის გამოც ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.

მერიის ინფორმაციით,  გუშინ ადგილზე  გეოლოგები ჩამოვიდნენ და იგეგმება ტერიტორიაზე ალტერნატიული გზის გაყვანა.

10 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი, თუმცა მერიის ინფორმაციით, გუშინ მოხდა ოჯახების სასურსათო პაკეტებით უზრუნველყოფა.
 

კომენტარები