პოლიტიკური კრიზისი

კრამერი: კომპრომისის წინაპირობა ნიკა მელიას გათავისუფლებაა

დევიდ კრამერი
რადიო თავისუფლება

გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ საკუთარი ანგარიში- ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს დახმარების საქმე განიხილეს. 

დისკუსიისას კრამერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი უარყოფითად აისახება და "საშინელია" საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.

კრამერი ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, ხელისუფლებამ ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია გაათავისუფლოს.

"არსებობს გადაუდებელი საკითხი რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და ქართული ოცნება დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. [..] ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიების ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის, თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია. კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს. 

ამის შემდეგ, ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, მაგრამ შემდეგ ქართულმა ოცნებამ უნდა იპოვოს გზა, რათა მისცეს ოპოზიციას გავლენა პარლამენტში, რათა ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის კრიზისი, რომელიც თუ არ გადაიჭრება, უკან დახევს საქართველოს". –ამბობს დევიდ კრამერი.

დევიდ კრამერი და იან კელი ანგარიშში დიდ ყურადღებას უთმობენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კრიზისს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მოვლენების უკიდურესი სიმწვავე დასავლეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უფრო მტკიცე პასუხს ითხოვს.

კომენტარები