პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: სამი პარტია ხისტად მოქმედებდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, ბოკერია და ლელო

ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც იქნა ჩამოწერილი თავის დროზე შარლ მიშელის მხრიდან, აბსოლიტურად ყველა პუნქტს ეხებოდა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა აბსოლიტურად რაციონალური შეთავაზებები. თუმცა, მათ წამოაყენეს ისეთი ულტიმატუმები, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და ნიშნავდა ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიმართ უპასუხისმგებლობას, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ძალიან ხისტად მოქმედება და არ მოდიოდა არავითარ კომპრომისზე. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო ბოკერია და ეს იყო ლელო. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში, ყველა სხვა ავლენდა მზაობას, ნათელაშვილს არ ვთვლი... 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში

კომენტარები