ვაქცინაცია ახალციხეში

ტიკარაძე ექთნის გარდაცვალებაზე: რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა ამ კვირაში იქნება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალცხიეში 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა "ამ კვირაში იქნება". ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას".

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები