პოლიტიკური კრიზისი

ლანდსბერგისი: საქართველოს გზა ევროპისკენ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს

საქართველოს მოვლენები მისი ევროკავშირელი პარტნიორებისთვის დიდი სადარდებელია. ევროკავშირმა ძალიან ცხადად გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს გზა ევროპასა და ნატოსკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს. თუ საქართველო ამ გზას გადაუხვევს, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსაც...

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 22 მარტს საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილება. სხდომაში მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი მოისმენენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტი ჟოზეპ ბორელის მოხსენებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

კომენტარები