შსს

შსს: საგარეჯოში დავაკავეთ კაცი, რომელიც თანასოფლელს ტრაქტორით დაეჯახა და მიიმალა

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1965 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები