ფეისბუქი

ფეისბუქი, მესენჯერი, ინსტაგრამი და ვოთსაპი ბოლო 40 წუთია, შეფერხებით მუშაობს

UPDATE 22:00: ამ დროისთვის ოთხივე აპლიკაცია მეტნაკლებად ნორმალურად ფუნქციონირებს. 

თითქმის ერთი საათია, რაც ფეისბუქი, მესენჯერი, ინსტაგრამი და ვოთსაპი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა მსოფლიოს ყველა ნაწილში ფიქსირდება.

ოთხივე აპლიკაცია Facebook-ის ჯგუფის ნაწილია. ჯერჯერობით უცნობია, რა არის შეფერხების მიზეზი. Downdetector-ის ცნობით, მომხმარებლების უმრავლესობას მესიჯების მიღება და გაგზავნა უჭირს, ასევე არის ცნობები სერვერთან დაკავშირების ხარვეზების თაობაზეც. 

შეფერხების გამოვლინება თითოეულ აპლიკაციაში სხვადასხვაა. მაგალითად, ინსტაგრამზე, შესაძლოა "5xx Server Error" შეტყობინება მიიღოთ, ვოთსაპი კი გაგზავნილი მესიჯების გვერდით მხოლოდ საათის სიმბოლოს აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებები არ იგზავნება. 

მესენჯერში აქტიურად გვხვდება "No Connection" შეტყობინება, შეტყობინებები კი, ვოთსაპის მსგავსად, არ იგზავნება. 

სტატია განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე.

კომენტარები