გუდუარი

გუდაურის მიმდებარედ გაუკვალავ თოვლში სრიალისას მოქალაქე ზვავში მოჰყვა და გარდაიცვალა

გზების დეპარტამენტი

გუდაურის მიმდებარედ გაუკვალავ თოვლში სრიალისას მოქალაქე ზვავში მოჰყვა და გარდაიცვალა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა რამდენიმე მცირე ზომის ზვავი აღმოაჩინეს და კინოლოგების ჩართულობით დაიწყო საძიებო სამუშაოები, რის შემდეგაც მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

"112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. [...] პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები". – წერია განცხადებაში.

კომენტარები