პოლიტიკური კრიზისი

ლიტვა: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეთანხმებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადადგას

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელი მოლაპარაკებების ჩავარდნას გამოეხმაურა. 

"ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის და დემოკრატიული მიღწევების დასაცავად მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად" - წერია სამინისტროს ტვიტში. 

კომენტარები