პოლიტიკური კრიზისი

ჯონათან კაცი: შეერთებული შტატების ლიდერშიფი და მკაფიო ნება კრიზისის მოგვარებაში აუცილებელია

კონათან კაცი
VOA

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი ეხმიანება რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის მოსაზრებას და ეთანმხმება, რომ ქართულ კრიზისში აშშ-ს უფრო მაღალი დონის ჩართულობაა საჭირო.

"ვიზიარებ მაიკ მაკფოლის მოსაზრებას, რომ ქართულ კრიზისში აშშ-ს უფრო მაღალი დონის ჩართულობაა საჭირო. ჩვენ გვესმის, რომ ამ  კვირის დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, ჩინეთის და რუსეთის მიღმაც, მაგრამ შეერთებული შტატების ლიდერშიფი, ევროკავშირთან ერთად, კრიზისის მოგვარებაში, აუცილებელია. საქართველოს და შეერთებული შტატების ინტერესები საფრთხეშია". - წერს Twitter-ზე ჯონათან კაცი


რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე  გამოეხმაურა საქართველოში მოლაპარაკებების ჩაშლას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დიპლომატმა ტვიტში აშშ-ს უმაღლესი პირები მონიშნა და მოუწოდა, მეტად ჩაერიონ საქართველოს კრიზისში. 

კომენტარები