პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი მოგვიწოდებს, დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს დათმობდნენ

ოპოზიციის ერთ ნაწილს, განსაკუთრებით ამ მოლაპარაკებებში, სურს, რომ ქართულმა ოცნებამ კომპრომისი გააკეთოს იმ მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე, ანუ მოგვიწოდებენ, დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ და რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, ზურგი უნდა შევაქციოთ თურმე ჩვენს მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიატორების მონაწილეობით ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცხრასაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება.

კომენტარები