პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: პროცესი დღეს არ დასრულებულა

დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი, ზოგადად, დღეს არ დასრულებულა, არ ვიცით, შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ, ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს სამომავლოდ პროცესი....

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორების მონაწილეობით ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცხრასაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება.

კომენტარები